პირველი ქართული რადიო აღარ დაიხურება

საზოგადოებრივი რადიოს თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულებები 1 მარტამდე გაუგრძელდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილებით დასრულდა რადიოს 12 კაციანი საკოორდინაციო ჯგუფისა და მაუწყებლის ხელმძღვანელის გია ჭანტურიას შეხვედრა.რადიოს მუშაობის პარალელეურად კი, რეორგანიზაცია განხორციელდება, დამოცხადდება კონკურსი და ვაკანსიების შევსება მხოლოსდ ამ მეთოდით მოხდებარეორგანიზაცია ასევე შეეხება საზოგადოებრივი რადიოს შემადგენლობაში არსებულ ქართულ რადიოს – რადიო 2-ს, რომელიც 100.9 სიხშირეზე მაუწყებლობს. მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებელი 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 მილიონით დაფინანსდება. ამ დროისათვის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დავალიანება 8 მლნ ლარს შეადგენს. აქედან 4 მლნ ლარი საბანკო კრედიტია, 4 მლნ კი – ,,ევროპის მაუწყებელთა კავშირისთვის” გადასახდელი დავალიანება.

შაქარი თებერვლიდან კიდევ 15%_ით გაძვირდება

შაქრის დეფიციტი ქართული ბაზრის საფასო პოლიტიკაზე სწორედ ამ დროს აისახება. ამის შესახებ ,,რადიო ქალაქს” კომპანია  ,, ქართული შაქარი”   გენერალურმა დირექტორმა ლაშა ისაკაძემ განუცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე ერთი ტონა შაქრის ფასი 293 დოლარიდან 730- დოლარამდე გაიზარდ, შესაბამისად, ეს თებერვლის ბოლოსთვის ქართულ ბაზარზეც აისახება. რადგან რადგანაც ძველი მარაგები უკვე ამოიწურა და ქარხანა უკვე 20- იანვრიდან ახალი მარაგების გადამუშავებას დაიწყებს. აღნიშნული ფაქტი ქართულ ბაზარზე შაქრის ფასის 15-% იან ზრდას გამოიწვევს. ფასების მკვეთრი მატება საერთაშორისო ბაზარზე შაქრის დეფიციტით აიხსნება.

რუსულ ბაზრზე ქართული პროდუქციის დაბრუნებაზე უკრაინელები იზრუნებენ

უკრაინაში უახლოეს მომავალში სავაჭრო სახლი იხსნება. აღნიშნული ინიციატივა მრავალპროფილურ კომპანია ,,რეგინა უკრაინას” ეკუთვნის. სავაჭრო სახლი ქართული პროდუქციის უკრაინულ და რუსულ ბაზრზე დამკვიდრებას შეუწყობისათვის იმუშავებს. ,,რეგინა უკრაინა” საქართველოში წარმოებული თითქმის ყველა სახის პროდუქცის გატანითაა დაინტერტესებული. უკრაინული კომპანია ქართულ კომპანია ,,ყაზბეგთან” უკვე თანამშრომლობს და ერთობლივ პროდუქტს ლიმონათს ,,რეგინა ყაზბნეგს” ასხამს, რომელიც უკრაინულ ბაზარზე იყიდება. ,,რეგინა ყაზბეგის” ლიმონათი უახლოეს მომავალში რუსულ ბაზარზეც შევა. რეგინა უკრაინა მინერალურ წყლებს ლიმონათს და კონსერვებს აწარმოებს. მისი საერთო კაპიტალი კი ამ დროისთვის 5-მილიარდ დოლარს შეადგენს.

,,სახალხო ბანკი” ,,ლიბერთი” გახდება

,,სახალხო ბანკი” სახელს იცვლის და მას ,,ლიბერთი” დაერქმევა. ბანკში აქტიური ცლილებები უკვე დაიწყო. ახალი მენეჯმენტის პოლიტიკა თანამშრომლების სახელფასო სისტემაზე უკვე აისახა. ბანკის თანამშრომლები თითოეულ საბანკო ოპერაციის შესრულების შემთხვევაში ფიქსირებულ ხელფასზე ბონუსის სახით დამატებით თანხებს იღებენ. ,,სახალხო ბანკის” აქციების საკონტროლო პაკეტი ყოფილი პრემიერის ლადო გურგენიძისა და რუმინელი მილიარდელის მიერ შექმნილმა კომპანია ,,ლიბერთი კაპიტალმა” გასული წლის სექტემებერში 25- მილიონ ლარად შეიძინა. ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა ბანკშის სახელის ცვლილება ,,სახალხო ბანკიდან” გურგენიძის შესაძლო წასვლას.

,,ლომისი” რამდენიმე ახალ ლუდს გამოუშვებს

,,ლომისი” წელს რამდენიმე სახის ახალი ლუდის გამოშვებას და საექსპორტო მოცულობის 20-% ით გაზრდას გეგმავს. კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა აზერბაიჯანის, ამერიკისა და ისრაელის ბაზრებზე მკვეთრად გაიზრდა. . ამ დროისთვის კომპანია ექსპორტზე პროდუქციის საერთო მოცულობის მხოლოდ 30% გზავნის. ამის მიუხედავად კომპანიაში ადგილობრივი ბაზრის მდგომარეობა არასტაბილურია, 2009-წელს რეალიზაცია ქართულ ბაზარზე 15% ით შემცირდა. ამასთან, კომპანიაში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ,,ლომისი” რუსულმა,, ბალტიკამ ” კომპანია ბალტიკამ ” შეიძინა.